eSIM სამოგზაურო ინტერნეტი მთელი მსოფლიოსთვის
+995 32 2110077
5 კუნძული ათენთან ახლოს

5 კუნძული ათენთან ახლოს

#ესიმი#მოგზაურობა#საბერძნეთი

5 კუნძული ათენთან ახლოს

თუ საბერძნეთში მოგზაურობას გეგმავ და თან გინდა, რომ ათენის დათვალიერებაც მოასწრო, მაშინ ახლომდებარე კუნძულები საუკეთესო არჩევანია. აქ დაგხვდება ულამაზესი სანაპიროები, ავთენტური გარემო, ბევრად ნაკლები ტურისტი.. ვიდრე ეს პოპულარულ კურორტებზეა.

გთავაზობთ 5 კუნძულს, რომელიც ათენიდან ათენიდან დაახლოებით 1–1.5 საათის სავალზე.

1. აეგინა (Aegina)

აეგინა გამოირჩევა სუფთა წყლით, მყუდრო სანაპიროებით და სასეირნო ხეივნებით, სადაც ძველი ტავერნები და ფერადი სახლები ულამაზეს ხედებს ქმნის. აუცილებლად მოინახულე:

  • აფაიას ტაძარი (Temple of Aphaia) -  ძველი ბერძნული ტაძარი, რომელიც ულამაზესი პანორამული ხედებით გამოირჩევა.

  • აგია მარინას სანაპირო (Agia Marina Beach) - სუფთა და ქვიშიანი სანაპირო, იდეალურია ცურვისა და დასვენებისთვის.

  • აეგინას პორტი (Aegina Port) -  კუნძულის მთავარი ნავსადგური, სადაც თავმოყრილია კაფეები, ტავერნები და სასეირნო სივრცეები. აუცილებლად სცადე ადგილობრივი ფისტა - კუნძული ამით არის ცნობილი.

2. პოროსი (Poros)

პოროსი
იდეალურია ბუნებაში მშვიდი დასვენების მოყვარულთათვის. აუცილებლად მოინახულე ფიჭვებში ჩაფლული სანაპირო Love Bay, ხოლო ქალაქის პანორამული ხედებისთვის აუცილებლად ეწვიე პოროსის მთავარ სიმბოლოს - საათის კოშკს.

3. ჰიდრა (Hydra)

ჰიდრა ერთ-ერთი გამორჩეული კუნძულია საბერძნეთში, სადაც მანქანები საერთოდ არ მოძრაობენ. გადაადგილებისთვის წყლის ტრანსპორტის გამოყენება შეგიძლია. თუ მშვიდი დასვენების გატარება გსურს ეს ადგილი შენთვისაა.

აუცილებლად მოინახულე მანდრაკის სანაპირო - სუფთა წყლითა და მშვიდი გარემო, ტრადიციული ტავერნებით და ულამაზესი ხედებით.

4. აგისტრი (Agistri)

აგისტრი
პატარა, მაგრამ საოცრად ლამაზი კუნძულია. აქ დაგხვდება კრისტალურად სუფთა წყალი, ფიჭვებით დაფარული სანაპიროები და ძალიან მყუდრო ატმოსფერო. აგისტრზე აუცილებლად ეწვიე აპონისოსის და დრაგონერას სანაპიროებს, თუ ფიჭვებით გარშემორტყმული ულამაზესი სანაპიროს და ცისფერი წყლის მონახულებას გადაწყვიტავ.  

5. კეა (Kea / Tzia)

კეა ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი, თუმცა შთამბეჭდავი კუნძულია, რომელიც ათენთან ძალიან ახლოსაა. კეა გამოირჩევა მშვიდი და წყნარი უბნებით, აქ ბევრ ტურისტს ვერ შეხვდები. თუმცა აუცილებლად ნახავ კუნდუროსის სუფთა, მშვიდ და ულამაზეს სანაპიროს. ასევე არ გამოგრჩეს კეას ლომის - კლდეში გამოკვეთილი უნიკალური სკულპტურის მონახულება, ის კუნძულის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.

ინტერნეტი საბერძნეთის კუნძულებზე

მიუხედავად იმისა, რომ ეს კუნძულები მშვიდი და ბუნებასთან ახლოა, მოგზაურობისას აუცილებლად დაგჭირდება მობილური ინტერნეტი.

 განსაკუთრებით:

  • რუკების გამოსაყენებლად;

  • ბორანის განრიგის სანახავად;

  • საუკეთესო სანაპიროებისა და კაფეების საპოვნელად;

ტრადიციული ინტერნეტი როუმინგში ხშირად ძვირია, ამიტომ საუკეთესო არჩევანია eSIM ინტერნეტი, რომელსაც უფრო სწრაფად და თან ძალიან დაბალ ფასად შეიძენ. საბერძნეთის ულამაზესი სანაპიროებიდან კი უხარვეზოდ შეძლებ შთამბეჭდავი კადრების გაზიარებას.

არ დაგავიწყდეს, რომ კოსმოსიმის აპლიკაციაში „ChatGPT დაგეგმვის“ ფუნქცია გვაქვს, რომელიც მთელი მოგზაურობის გეგმას ზუსტად 2 წუთში გამოგიგზავნის.

ჩამოტვირთე აპლიკაცია

Download on the App StoreGet it on Google Play

მსგავსი სტატიები

ბოლო სტატიები