
როგორ მივიღო უფასო სამოგზაურო ინტერნეტი COSMOSIM - ში?
მოგზაურობისას სტაბილური ინტერნეტი საზღვარგარეთ აუცილებელია - იქნება ეს ნავიგაციისთვის, კომუნიკაციისთვის თუ სამუშაოდ. განსაკუთრებით მიმზიდველია, როცა სერვისი უფასო მეგაბაიტების მოპოვებასაც გთავაზობს.
COSMOSIM - ი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას არა მხოლოდ შეიძინონ სამოგზაურო ინტერნეტის პაკეტი, არამედ აპლიკაციაში თამაშის საშუალებით დააგროვონ ბონუს მეგაბაიტები და დაამატონ უკვე შეძენილ პაკეტს. შედეგად, შენი სამოგზაურო ინტერნეტი უფრო მეტხანს გეყოფა, ხოლო მოგზაურობა კიდევ უფრო ეკონომიური გახდება.
რა არის COSMOSIM-ის თამაში?
COSMOSIM-ის აპლიკაციაში ჩაშენებულია ინტერაქტიული თამაში, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი აგროვებს ქულებს და მათ მეგაბაიტებად გარდაქმნის. ეს არის შესაძლებლობა, რომ აპლიკაციის გამოყენებასთან ერთად ეტაპობრივად დააგროვო უფასო ინტერნეტი და გამოიყენო ის შენი შემდეგი მოგზაურობისას.
როგორ მუშაობს ბონუს სისტემა?
თამაშის წესები მარტივია და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული:
სხვადასხვა მოქმედების შესრულებისას იღებ ქულებს;
დაგროვილი ქულები კონვერტირდება მეგაბაიტებად;
ბონუსების დაგროვება შესაძლებელია ყოველდღიურად;
ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში შეგიძლია დააგროვო მნიშვნელოვანი მოცულობის სამოგზაურო ინტერნეტი სრულიად უფასოდ;
რა პირობებით შეგიძლია სარგებლობა?
იმისთვის, რომ ფუნქცია სწორად გამოიყენო, მნიშვნელოვანია იცოდე რამდენიმე ძირითადი პირობა:
ბონუსების დაგროვება შესაძლებელია რეგისტრაციიდან 5 დღის განმავლობაში;
დაგროვილი ინტერნეტი აქტიურდება პაკეტის შეძენის შემდეგ;
ყოველი პაკეტის შეძენის შემდეგ მომხმარებელს ეძლევა დამატებითი 5 დღე ბონუსების დასაგროვებლად;
ქულები მეგაბაიტებად კონვერტირდება პრინციპით: 10 ქულა = 1MB;
ბონუსების გააქტიურებისთვის მინიმუმ 50MB-ის დაგროვებაა საჭირო;
დაგროვილი მეგაბაიტები აქტიურია 1 წლის განმავლობაში;
მეგობრის მოწვევის შემთხვევაში მომხმარებელი იღებს დამატებით ბონუსებს რეფერალური პროგრამის ფარგლებში;
როგორ გამოიყენო დაგროვილი მეგაბაიტები?
დაგროვილი ბონუსები შეგიძლია პირდაპირ დაამატო უკვე შეძენილ სამოგზაურო ინტერნეტის პაკეტს.
ამისთვის საჭიროა აპლიკაციაში - შეძენილი პაკეტის გვერდზე შეხვიდე და გამოიყენო „+ დამატება“ ფუნქცია, რის შემდეგაც ბონუს მეგაბაიტები ერთიანდება შეძენილ პაკეტთან.
ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა მოგზაურობისას გჭირდება მეტი ინტერნეტი სხვა ქვეყანაში, მაგრამ ახალი პაკეტის შეძენას ვერ ახერხებ.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აპლიკაციაში, თამაშის გვერდზე, ღილაკი - „წესები და პირობები“.






