უკვე ათეულ წელზე მეტია რაც კომპანია სხვადასხვა მრავალფუნქციურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას ავითარებს. დღეისათვის ჩვენი კომპანიის პროდუქტები მრავალი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით სარგებლობის კუთხით მნიშვნელოვან და ეფექტურ მომსახურებას წარმოადგენს, რომლებიც აბონენტებისთვის ამარტივებს და კომფორტულს ხდის: მოგზაურობას, ბიზნეს პროცესებს, მომსახურების სფეროს და სხვა.
COSMOSIM
კოსმოსიმის მფლობელი შპს "City Telecom" 2009 წელს დაარსდა.
სითი ტელეკომის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ აბონენტებისთვის უზრუნველყოფილია საიმედო და ხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურება. ჩვენი აბონენტები მაღალსიჩქარიანი გლობალური ინტერნეტის, მრავალფუნქციური IP ტელეფონიის და SMS სერვისების მათზე მორგებული სხვადასხვა ტექნიკური გადაწყვეტილებებით და ხელსაყრელი სატარიფო პირობებით სარგებლობენ.
სამოგზაურო სწრაფი ინტერნეტი ბაზარზე წარმოდგენილია ბრენდით COSMOSIM "კოსმოსიმი". ყველა ქვეყანაში კოსმოსიმი წამყვანი მობილური ოპერატორების სიხშირით სარგებლობს, შესაბამისად მოგზაურობისას თქვენთვის უზრუნველყოფილია მაღალსიჩქარიანი და ხარისხიანი ინტერნეტი, მოგზაურობის მოყვარულები მრავალ სიახლეს და ბენეფიტს მიიღებთ კოსმოსიმის მომსახურებისას. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შპს სითი ტელეკომზე გაცემულია შესაბამისი ავტორიზაცია.
