eSIM სამოგზაურო ინტერნეტი მთელი მსოფლიოსთვის
+995 32 2110077

eSIM ინსტალაციის ინსტრუქცია

iOS

1

ინტერნეტ პაკეტები

აპლიკაციაში მთავარ ეკრანზე აირჩიეთ სასურველი ინტერნეტ პაკეტი.
2

პაკეტის შეძენა

შეიძინეთ სასურველი პაკეტი. ინტერნეტ პაკეტის შეძენის შემდეგ ეკრანზე გამოდის აქტიური პაკეტის გვერდი, სადაც ჩანს MB-ის რაოდენობა და მოქმედების ვადები. ამავე გვერდზე განთავსებულია QR კოდის ღილაკი, დაკლიკეთ აღნიშნულ ღილაკზე.
3

QR კოდი და eSIM აქტივაცია

აპლიკაციაში QR კოდის ოფციიდან აირჩიეთ მწვანე ღილაკი „გაიაქტიურეთ eSIM“, რის შემდეგაც ავტომატურად იხსნება ტელეფონის Settings.

ეკრანზე გამოდის წარწერა Activate eSIM — დააჭირეთ ღილაკს Allow. იწყება eSIM-ის ავტომატური ინსტალაცია. ყველა გამოჩენილ ფანჯარაზე დაადასტურეთ მოქმედება Continue / Allow ღილაკით.

ინსტალაციის დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოდის წარწერა Mobile Plan Setup Complete — დააჭირეთ ღილაკს Done.

4

მობილური ინტერნეტის პარამეტრების ჩართვა

eSIM-ის აქტივაციის შემდეგ, საზღვარგარეთ ინტერნეტის გამოყენებისთვის ტელეფონის პარამეტრებში ჩართული უნდა იყოს:

  • Data Roaming
  • Mobile Data

Data Roaming-ის ჩართვა:
გახსენით ტელეფონის Settings → შედით Mobile Data ან Cellular Data → დააჭირეთ Mobile Data Options → ჩართეთ Data Roaming.

COSMOSIM eSIM-ის არჩევა DATA მონაცემებისთვის:
გახსენით ტელეფონის Settings → შედით Mobile Data ან Cellular Data → ჩამოთვლილი SIM-ებიდან აირჩიეთ კოსმოსიმის eSIM. (ეს ფუნქცია ჩართეთ საზღვარგარეთ)

შენიშვნა: შესაძლოა თქვენს ტელეფონში ესიმს არ ერქვას COSMOSIM, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაარქვათ სახელი.


თუ ტელეფონს არა აქვს ავტომატური ინსტალაციის მხარდაჭერა:

აპლიკაციის QR კოდის ოფციიდან დააკოპირეთ მწვანე ღილაკებიდან მონაცემები:

1. SM-DP+ მისამართი

2. აქტივაციის კოდი

პირველ რიგში დააკოპირეთ SM-DP+ მისამართი.

შემდეგ გახსენით Settings და აირჩიეთ:
Add eSIM → Use QR Code → Enter Details Manually

გამოტანილ ველში ჩასვით დაკოპირებული SM-DP+ მისამართი. შემდეგ დააკოპირეთ Activation Code და ჩასვით შესაბამის ველში.
დააჭირეთ: Next → Continue.

დაელოდეთ აქტივაციის დასრულებას. ინსტალაციის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება Mobile Plan Setup Complete — დააჭირეთ Done.

Android

1

ინტერნეტ პაკეტები

აპლიკაციაში მთავარ ეკრანზე აირჩიეთ სასურველი ინტერნეტ პაკეტი.
2

პაკეტის შეძენა

შეიძინეთ სასურველი პაკეტი. ინტერნეტ პაკეტის შეძენის შემდეგ ეკრანზე გამოდის აქტიური პაკეტის გვერდი, სადაც ჩანს MB-ის რაოდენობა და მოქმედების ვადები. ამავე გვერდზე განთავსებულია QR კოდის ღილაკი, დაკლიკეთ აღნიშნულ ღილაკზე.
3

QR კოდი და eSIM აქტივაცია

აპლიკაციაში QR კოდის ოფციიდან აირჩიეთ მწვანე ღილაკი „გაიაქტიურეთ eSIM“, რის შემდეგაც ავტომატურად იხსნება ტელეფონის Settings.

ეკრანზე გამოდის წარწერა Setup your eSIM, ვაჭერთ ღილაკს Setup, პარამეტრები იწყებს ავტომატურ ინსტალაციას, ყველა გამოტანილ ფანჯარას ვაძლევთ თანხმობას.

4

მობილური ინტერნეტის პარამეტრების ჩართვა

საზღვარგარეთ ინტერნეტის გამოყენების დროს, ტელეფონის პარამეტრებში ჩართული უნდა გქონდეთ Data Roaming (ნახავთ სეთინგებში: ჩართვები; მობილური ქსელები), ასევე Mobile Data და SIM Manager-ში მონიშნული უნდა იყოს კოსმოსიმის eSIM - სიმი, რომლითაც გსურთ ინტერნეტის გამოყენება (ეს ბოლო ფუნქცია მხოლოდ საზღვარგარეთ ჩართეთ).

შენიშვნა: შესაძლოა თქვენს ტელეფონში ესიმს არ ერქვას COSMOSIM, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაარქვათ სახელი.


თუ ტელეფონს არა აქვს ავტომატური ინსტალაციის მხარდაჭერა:

აპლიკაციიდან ჩამოტვირთეთ ან გადაიღეთ QR კოდის სქრინშოთი.

გახსენით Settings, ძიებაში მოძებნეთ eSIM და დააჭირეთ Add eSIM. გაიხსნება QR სკანერი. აირჩიეთ Scan QR Code და შემდეგ გალერეიდან მონიშნეთ შენახული QR კოდი.