
ყველაზე ცნობილი ევროპული კურორტები ზაფხულის არდადეგებისთის
ზაფხულის ყველაზე პოპულარული მიმართულებები:
საბერძნეთი - სანაპიროების და შთამბეჭდავი კულტურის იდეალური კომბინაცია
საბერძნეთი ზაფხულში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა - ეგეოსის ზღვის ულამაზესი ხედები, მრავალფეროვანი სანაპიროები და დაუვიწყარი ატმოსფერო.
აქ შეგიძლია დაისვენო, მზიანი დღეები ულამაზეს სანაპიროებზე გაატარო და თან აქტიური ღამის ცხოვრებაც ნახო.
აუცილებლად ესტუმრე: Mykonos Paradise Club - ს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სანაპირო-კლუბს ევროპაში.
იტალია - პოსიტანო, ამალფი
იტალია ზაფხულში იდეალურია მათთვის, ვისაც ზღვისპირა დასვენება, ლამაზი ქალაქები და ტრადიციული სამზარეულო უყვარს. გამორჩეული საზღვაო კურორტები ისევ პოსიტანო და ამალფია, რადგან აქ ბევრი ლამაზი, ფარული სანაპიროა, შეგიძლია ნავით ყველგან გაისეირნო და თან უგემრიელესი ლიმონჩელო დალიო. პოსიტანოს გამორჩეული ფერადი სახლები, ვიწრო ქუჩები და ზღვის ხედები უნიკალურ თავგადასავალს ქმნის.
ესპანეთი - მალიორკა, კოსტა ბრავა და კადისის სანაპიროები
ესპანეთი ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და მუდამ მოთხოვნადი მიმართულებაა. ხმელთაშუა ზღვის მზიანი სანაპიროები და ადგილობრივი კულტურა იდეალურ გარემოს ქმნის დასვენებისთვის.
მალიორკა გამოირჩევა თავისი ულამაზესი ყურეებითა და მრავალფეროვანი ბუნებით, ხოლო კოსტა ბრავა შთამბეჭდავი სანაპიროებითა და მშვიდი გარემოთი იდეალურია როგორც მეგობრებთან, ისე ოჯახთან ერთად მოგზაურობისთვის. ნაკლებად ცნობილი კადისის სანაპიროები კი მათთვისაა, ვისაც ავთენტური ესპანური ატმოსფეროს აღმოჩენა სურს, ნაკლები ტურისტითა და განსაკუთრებული ხიბლით.
ალბანეთი - ყველაზე ბიუჯეტური საზღვაო კურორტი
ალბანეთი ბოლო წლებში უფრო და უფრო პოპულარული ზაფხულის მიმართულება ხდება. აქ დაგხვდება კრისტალურად სუფთა ზღვა, ლამაზი სანაპიროები და ბევრად ხელმისაწვდომი ფასები, ვიდრე ევროპის ბევრ სხვა საზღვაო კურორტზე. აუცილებლად მოინახულე
სარანდა - ცოცხალი ზღვისპირა ქალაქი ლამაზი სანაპიროებით, რესტორნებით და აქტიური ცხოვრების ტემპით. არ გამოგრჩეს დერმიზე სტუმრობა, ის ერთ-ერთი შთამბეჭდავი სანაპიროა ალბანეთში.
ხორვატია - დუბროვნიკი და ადრიატიკის სანაპირო
თუ კულტურული თავგადასავლები და ზღვის დასვენება გინდა, ხორვატია ზუსტად ისაა რასაც ეძებ. დუბროვნიკი -„ადრიატიკის მარგალიტი" საუკუნოვანი ქალაქია, რომელიც სუფთა სანაპიროებით და ვიწრო ქუჩებით გამოირჩევა. ახლომდებარე კუნძულების ლოკრუმისა და კორჩულას მონახულებასაც ძალიან მარტივად შეძლებ.
პატარა რჩევა მოგზაურობისთვის
რომელი ქვეყანაც არ უნდა აირჩიო, არ დაგავიწყდეს, რომ მობილური ინტერნეტი საზღვარგარეთ აუცილებელია.
გამოიყენე სამოგზაურო ინტერნეტი, რომ მარტივად დაგეგმო გადაადგილება, იპოვო საუკეთესო ადგილები და დარჩე ონლაინ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.
როდესაც ბევრს მოგზაურობ დაბალი ფასები სამოგზაურო ინტერნეტზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აირჩიე ბიუჯეტური სამოგზაურო ინტერნეტი და ისიამოვნე მოგზაურობით ზედმეტი ხარჯების გარეშე.






