
როგორ მივიღო ბონუსი COSMOSIM - ის რეფერალური პროგრამით?
მოგზაურობისას ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ინტერნეტი საზღვარგარეთ უკვე აუცილებლობაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გსურს მუდმივად ონლაინ იყო. სწორედ ამიტომ, COSMOSIM - ი მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ ხელმისაწვდომ ფასებს სამოგზაურო ინტერნეტის პაკეტებზე, არამედ რეფერალურ პროგრამას, რომლის საშუალებითაც შეგიძლია მოიწვიო მეგობრები და მიიღო ბონუსები.
რა არის და როგორ მუშაობს COSMOSIM - ის რეფერალური პროგრამა?
რეფერალური პროგრამა ძალიან კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს და რეგულარულად ყიდულობს სამოგზაურო ინტერნეტს, რადგან ბევრი აქტიური რეფერალით შესაძლებელია სრულად უფასოდ შეიძინო ინტერნეტი როუმინგში.
რეფერალური პროგრამით სარგებლობა ძალიან მარტივია:
აპლიკაციაში გადადი პირადი პროფილის გვერდზე;
აირჩიე ფუნქცია „მოიწვიე მეგობარი“;
გაუზიარე მეგობარს რეფერალური ლინკი ნებისმიერ პლატფორმაზე;
აუცილებელია მეგობარმა რეგისტრაცია შენი გაგზავნილი ლინკიდან გაიაროს, რის შემდეგ ბალანსზე მიიღებს, 2 ლარს საჩუქრად;
მისი თითოეული გადახდის დროს შენ იღებ 5% - იან ქეშბექს COSMOSIM ბალანსზე;
იმისთვის, რომ მოიწვიო მეგობარი, აუცილებელია განხორციელებული გქონდეს კოსმოსიმის პაკეტის პირველი შეძენა.
ვის შეუძლია რეფერალურ პროგრამაში მონაწილეობა?
რეფერალური პროგრამით სარგებლობა შეუძლია COSMOSIM - ის ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც აქვს აქტიური ანგარიში აპლიკაციაში.
მოწვეული მომხმარებელი რეფერალად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს აქტიური ანგარიში COSMOSIM - ის აპლიკაციაში და პირველ რეგისტრაციას რეფერალური ლინკის მეშვეობით გაივლის.
მეტი ბენეფიტი შენს სამოგზაურო eSIM - ზე
რეფერალური პროგრამით დაგროვილი ბონუსები შეგიძლია გამოიყენო შემდეგი სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტების შესაძენად, რაც ნიშნავს, რომ შენი მომდევნო სამოგზაურო eSIM კიდევ უფრო იაფი დაგიჯდება.
რატომ უნდა გამოიყენო COSMOSIM?
COSMOSIM გაძლევს შესაძლებლობას მიიღო მეტი, ვიდრე უბრალოდ ინტერნეტი სხვა ქვეყანაში:
ხარისხიანი სამოგზაურო ინტერნეტი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში;
კომფორტული აპლიკაცია;
მრავალჯერადი eSIM;
რეფერალური პროგრამა დამატებითი ბონუსებისთვის;
სამოგზაურო ინტერნეტის პაკეტები, რომელთა ფასი მხოლოდ 5 ლარიდან იწყება.






