eSIM სამოგზაურო ინტერნეტი მთელი მსოფლიოსთვის
+995 32 2110077
COSMOSIM x TBC Concept - სპეციალური შეთავაზება მოგზაურებისთვის

COSMOSIM x TBC Concept - სპეციალური შეთავაზება მოგზაურებისთვის

#esim#მოგზაურობა#სამოგზაურო ინტერნეტი

თუ მოგზაურობას გეგმავ და ფიქრობ, როგორ შეარჩიო საუკეთესო სამოგზაურო ინტერნეტი, კარგი ამბავი გვაქვს - COSMOSIM და TBC Concept დამეგობრდნენ.

COSMOSIM x TBC Concept-ის შეთავაზებით, შესაძლებლობა გაქვს, განსაკუთრებული პირობებით ისარგებლო და უფრო მარტივად შეიძინო სამოგზაურო ინტერნეტის პაკეტი, მათ შორის თანამედროვე და მოქნილი სამოგზაურო eSIM.

  • დაამატე COSMOSIM-ის აპლიკაციაში ნებისმიერი TBC Concept სადებეტო ბარათი და პირველ შენაძენზე საჩუქრად მიიღე 2GB სამოგზაურო ინტერნეტი (ერთჯერადად), რომლის გამოყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგიძლია;

  • მეორე შენაძენზე მიიღე 25%-იანი ფასდაკლება, რაც გაძლევს შესაძლებლობას უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინო და გამოიყენო ინტერნეტი სხვა ქვეყანაში;

  • გაითვალისწინე, რომ 25%-იანი ფასდაკლების მისაღებად საჭიროა კონცეპტ ბარათის ხელახლა დამატება აპლიკაციაში;

შეთავაზება ვრცელდება როგორც ახალ, ისე უკვე არსებულ TBC Concept ბარათებზე და მოიცავს შემდეგ სადებეტო ბარათებს:

  • TBC Concept Visa Signature

  • Visa Platinum

  • MC World Elite

ეს შეთავაზება განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს და ეძებს ალტერნატივას როუმინგი საზღვარგარეთ სერვისის ნაცვლად.

თუ ჯერ არ იცი რა არის eSIM, ეს არის ციფრული SIM ტექნოლოგია, რომლის გამოყენება არ საჭიროებს ფიზიკურ ბარათს, ხოლო eSIM დაყენება ძალიან სწრაფი და მარტივი პროცესია.

COSMOSIM-ის დახმარებით კი შეგიძლია მიიღო ინტერნეტი საზღვარგარეთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, თანაც ხელმისაწვდომ ფასად.

იმისთვის, რომ ისარგებლოთ შეთავაზებით, აუცილებელია COSMOSIM-ის აპლიკაციაში დაამატოთ თქვენი Concept ბარათი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Apple Pay ან Google Pay-ით გადახდის შემთხვევაში შეთავაზება არ მოქმედებს. ასევე, თითოეული შეძენის დროს საჭიროა ბარათის ხელახლა დამატება აპლიკაციაში.

ჩამოტვირთე აპლიკაცია

Download on the App StoreGet it on Google Play

ბოლო სტატიები