eSIM სამოგზაურო ინტერნეტი მთელი მსოფლიოსთვის
+995 32 2110077
ინტერნეტი საზღვარგარეთ - eSIM თუ SIM ბარათი?

ინტერნეტი საზღვარგარეთ - eSIM თუ SIM ბარათი?

#ესიმ#მოგზაურობა

მოგზაურობის დაგეგმვისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მობილური ინტერნეტი. დღეს მხოლოდ ბილეთებისა და სასტუმროს დაჯავშნა უკვე აღარ არის საკმარისი - აუცილებელია სტაბილური კავშირი, განსაკუთრებით მაშინ, როცა გჭირდება ნავიგაცია, კომუნიკაცია ან ონლაინ მუშაობა.

ამ დროს ჩნდება კითხვა:
რა ჯობს - ტრადიციული SIM ბარათი თუ თანამედროვე eSIM ინტერნეტი?
სტატიაში შევეცდები მოკლედ აგიხსნათ მათი განსხვავებები და უპირატესობები.

რა არის SIM ბარათი?

SIM ბარათი არის ფიზიკური ჩიპი, რომელსაც ათავსებ ტელეფონში და რომლის საშუალებითაც იღებ კავშირს ოპერატორთან.
მოგზაურობისას, ჩვეულებრივ, ორი არჩევანი გაქვს: გამოიყენო ინტერნეტი როუმინგში, რაც ხშირად ძვირია  ან იყიდო ადგილობრივი SIM ბარათი კონკრეტულ ქვეყანაში. ორივე ვარიანტი დაკავშირებულია - დროის კარგვასთან, მაღალ ხარჯებთან და ყოველ ჯერზე ბარათის შეცვლასთან...

რა არის eSIM?

eSIM (embedded SIM) არის ციფრული SIM ტექნოლოგია, რომელიც უკვე ჩაშენებულია მოწყობილობაში.
ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია გააქტიურო მობილური ინტერნეტი პირდაპირ აპლიკაციიდან, ფიზიკური ბარათის გარეშე. eSIM განსაკუთრებით პოპულარული გახდა მათთვის, ვისაც სჭირდება სწრაფი და მარტივი სამოგზაურო ინტერნეტი.

რა მთავარი განსხვავებებია eSIM - სა და SIM - ს შორის?

1. გამოყენების სიმარტივე – SIM ბარათის შემთხვევაში საჭიროა მოძებნო ადგილი, სადაც მას შეიძენ, შემდეგ ამოიღო არსებული SIM ბარათი ტელეფონიდან და ჩაანაცვლო ახლით. მოგზაურობის დასრულების შემდეგ კი ისევ უნდა დააბრუნო ძველი ბარათი, რაც დამატებით დისკომფორტს ქმნის.

eSIM-ის შემთხვევაში ყველაფერი ბევრად მარტივია — მისი გააქტიურება შესაძლებელია პირდაპირ აპლიკაციიდან, სულ რამდენიმე წუთში. გარდა ამისა, COSMOSIM-ის ერთ eSIM-ს გამოიყენებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რაც პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.

2. ინტერნეტი საზღვარგარეთ – თუ ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის მონახულებას გეგმავ, SIM ბარათი ნაკლებად პრაქტიკული არჩევანია, რადგან ის, როგორც წესი, მხოლოდ ერთ ქვეყანაში მოქმედებს და რეგიონალურ პაკეტებს არ მოიცავს. შესაბამისად, მოგიწევს თითოეულ ქვეყანაში ახალი ბარათის შეძენა.

eSIM-ის შემთხვევაში ყველაფერი ბევრად მარტივია — შეგიძლია შეიძინო რეგიონალური პაკეტი და გამოიყენო ინტერნეტი ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში, ერთი eSIM-ით და ერთი აქტივაციით.

3. სწრაფი და ხარისხიანი სამოგზაურო ინტერნეტი – eSIM-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ის, რომ მას შეუძლია ერთზე მეტი ოპერატორის მხარდაჭერა. განსხვავებით ტრადიციული SIM ბარათისგან, რომელიც მხოლოდ ერთ ოპერატორზეა მიბმული, eSIM გაძლევს შესაძლებლობას გამოიყენო სხვადასხვა ქსელი.

ეს ნიშნავს, რომ თუ მოგზაურობისას რომელიმე ოპერატორის ინტერნეტი ხარვეზით მუშაობს, შეგიძლია მარტივად გადაერთო სხვა ხელმისაწვდომ ქსელზე და გააგრძელო სწრაფი და სტაბილური მობილური ინტერნეტის გამოყენება.

დღეს, როცა მოგზაურობა უფრო დინამიური და ციფრული გახდა, ტრადიციული SIM ბარათი ნელ-ნელა კარგავს აქტუალობას.
მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ირჩევენ სამოგზაურო ინტერნეტს eSIM-ის საშუალებით, რადგან ის უფრო სწრაფი, მარტივი და კომფორტულია.

თუ არ გინდა დროის დაკარგვა და ძვირი ინტერნეტი როუმინგში, საუკეთესო არჩევანია თანამედროვე -  eSIM ინტერნეტი, რომელიც გაძლევს სრულ თავისუფლებას იყოთ ონლაინ მსოფლიოს ყველაქვეყანაში. 

ჩამოტვირთე აპლიკაცია

Download on the App StoreGet it on Google Play

მსგავსი სტატიები

ბოლო სტატიები