
eSIM ინტერნეტი - რა არის eSIM?
რა არის eSIM და როგორ მუშაობს?
დღეს მოგზაურობა უკვე წარმოუდგენელია კავშირის გარეშე. იქნება ეს ნავიგაცია, კომუნიკაცია, სამუშაო თუ უბრალოდ სოციალური ქსელები - მობილური ინტერნეტი აუცილებელია. სწორედ ამიტომ, სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა: როგორ მივიღოთ სწრაფი და ბიუჯეტური სამოგზაურო ინტერნეტი?
ბევრისთვის კვლავ პრობლემად რჩება ინტერნეტი საზღვარგარეთ, რადგან ინტერნეტი როუმინგში ხშირად ძალიან ძვირია და თან არასტაბილურიც. სწორედ ამ პრობლემის თანამედროვე გადაწყვეტაა eSIM ტექნოლოგია, რომელმაც ბოლო წლებში რეალურად გააუმჯობესა მოგზაურობის გამოცდილება.
რა არის eSIM?
eSIM (embedded SIM) არის ჩაშენებული SIM ბარათი, რომელიც უკვე ინტეგრირებულია თქვენს მოწყობილობაში. ეს ნიშნავს, რომ აღარ გჭირდებათ ფიზიკური SIM ბარათის ჩასმა და გამოცვლა - ახლა ყველაფერი ციფრულად ხდება.
eSIM-ის გააქტიურება შესაძლებელია რამდენიმე წუთში, პირდაპირ აპლიკაციიდან ან QR კოდის დასკანერების საშუალებით. შედეგად, მომხმარებელი იღებს მობილურ ინტერნეტს დამატებითი სიმ ბარათების გარეშე.
რატომ გახდა eSIM ასეთი პოპულარული?
საზღვარგარეთ ინტერნეტის მოძიება და გააქტიურება რთულ და მოსაწყენ პროცესებთან იყო დაკავშირებული. სიმ ბარათის მოძებნა, მისი გამოცვლა...
ეს ყველაფერი კი დროს და დამატებით ხარჯს ნიშნავს.
eSIM ინტერნეტი ამ პროცესს ძალიან ამარტივებს - აღარ არის საჭირო ლოდინი, ძიება ან ზედმეტი თანხის გადახდა. ინტერნეტი საზღვარგარეთ ასეთი მარტივი და ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა.
როგორ მუშაობს eSIM ინტერნეტი?
პროცესი ძალიან მარტივია:
ირჩევ სასურველ ქვეყანას ან რეგიონს;
ყიდულობ პაკეტს ონლაინ;
აქტიურებ eSIM-ს რამდენიმე წუთში QR კოდის დასჯანერებით;
ამის შემდეგ უკვე შეგიძლია გამოიყენო სამოგზაურო ინტერნეტი ნებისმიერ ქვეყანაში, ყოველგვარი ფიზიკური SIM ბარათის გარეშე.
თან გაითვალისწინე, რომ კოსმოსიმში eSIM - ს მხოლოდ ერთხელ ყიდულობ და აინსტალირებ, ამის შემდეგ იგივე eSIM - ით სარგებლობა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეგიძლია.
eSIM-ის მთავარი უპირატესობები:
ინტერნეტი საზღვარგარეთ მარტივად;
სამოგზაურო ინტერნეტის სწრაფი აქტივაცია;
სამოგზაურო ინტერნეტის დაბალ ფასად;
მაღალი ხარისხის მობილური ინტერნეტი მთელ მსოფლიოში;






