ხშირად დასმული კითხვები
აღმოაჩინეთ პასუხები კითხვებზე რომელიც ყველაზე მეტად დაგჭირდებათ ჩვენი სერვისის სარგებლობის დროს.
აღმოაჩინეთ პასუხები კითხვებზე რომელიც ყველაზე მეტად დაგჭირდებათ ჩვენი სერვისის სარგებლობის დროს.
პაკეტის მოქმედების ვადის ათვლა იწყება იმ მომეტიდან, როდესაც დაიწყებთ დანიშნულების ქვეყანაში ინტერნეტ-პაკეტის გამოყენებას.
პაკეტის შეძენის თარიღი არ უკავშირდება მოქმედების ვადის დაწყებას. სასურველი ინტერნეტ პაკეტი შეგიძლიათ წასვლამე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ქვეყანაში შეიძინოთ.
აპლიკაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სამოგზაუროდ წასვლამდე ან საზღვარგარეთ ყოფნისას, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მაგალითად, თუ საქართველოში ჩამოტვირთავთ COSMOSIM აპლიკაციას და შეიძენთ სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტს, უშუალოდ ინტერნეტ სერვისი შეგიძლიათ ჩართოთ მას შემდეგ, რაც სასურველ ქვეყანაში ჩახვალთ - ტელეფონში ჩართავთ Data roaming -ს და ასევე ტელეფონში (სიმების მართვა) ინტერნეტ სერვისის მომწოდებლად მონიშნავთ eSim -ს.
ინტერნეტ - პაკეტების ფასები შეგიძლიათ დაათვალიეროთ აპლიკაციაში ან საიტზე. ჩამოტვირთეთ სთორიდან აპლიკაცია COSMOSIM სადაც დეტალურად გაეცნობით როგორც ფასებს, ისე პაკეტებში შემავალ ქვეყნებს. თქვენ გელოდებათ დაბალი ფასები და მაღალი ხარისხის კავშირი!
eSIM (ინტეგრირებული SIM) არის ფიზიკური SIM-ბარათის ციფრული ვერსია. კოსმოსიმის სერვისით სარგებლობისთვის მობილურ ტელეფონს უნდა ჰქონდეს eSIM მხარდაჭერა.
eSIM თავსებადობის შესამოწმებლად: ტელეფონში აკრიფეთ *#06# გამოტანილ კოდების ფანჯარაში თუ ასევე ფიგურირებს EID კოდი, ესეიგი ტელეფონს აქვს eSIM მხარდაჭერა. ეს საშუალებას გაძლევთ გაიაქტიუროთ მობილური ინტერნეტი ფიზიკური სიმ-ბარათის გარეშე. უბრალოდ ჩამოტვირთეთ ჩვენი აპლიკაცია Apple Store-იდან ან Google Play-დან, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პაკეტი და გაიაქტიურეთ eSIM მარტივად, ინსტრუქციის მიხედვით.
eSIM პაკეტის შესაძენად უბრალოდ ჩამოტვირთეთ COSMOSIM-ის აპლიკაცია Apple Store-იდან ან Google Play-დან. შეარჩიეთ სასურველი ქვეყანა და აირჩიეთ პაკეტი, შეიძინეთ პაკეტი (აპლიკაციაში გადახდის სხვადასხვა მეთოდია ხელმისაწვდომი: Google Pay; Apple Pay; ან საბანკო ბარათებით) და eSIM ინსტალაციისთვის მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას, რომელიც აპლიკაციაშიც დაგხვდებათ. თქვენი eSIM სწრაფად გააქტიურდება!
COSMOSIM-ის საშუალებით თქვენ მიიღებთ მაღალსიჩქარიან 4G და 5G ინტერნეტს - კოსმოსიმი ყველა ქვეყანაში წამყვანი ოპერატორების მხარდაჭერით სარგებლობს. ისიამოვნეთ სწრაფი და საიმედო ინტერნეტ სერვისით.
ჩვენ გთავაზობთ ინტერნეტ პაკეტებს 180+ ქვეყანაში. რომელიც მოიცავს ყველა პოპულარულ და ძირითად მიმართულებებს, სადაც შეგიძლიათ ისარგებლოთ ყველაზე ხელსაყრელი პაკეტებით. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აპლიკაციაში ან საიტზე.
დიახ! COSMOSIM გთავაზობთ მომხმარებლის მხარდაჭერას სერვისთან დაკავშირებით. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ აპლიკაციიდან, Fb გვერდის მესენჯერში ან ვებ-საიტზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.