eSIM (ინტეგრირებული SIM) არის ფიზიკური SIM-ბარათის ციფრული ვერსია. კოსმოსიმის სერვისით სარგებლობისთვის მობილურ ტელეფონს უნდა ჰქონდეს eSIM მხარდაჭერა.
eSIM თავსებადობის შესამოწმებლად: ტელეფონში აკრიფეთ *#06# გამოტანილ კოდების ფანჯარაში თუ ასევე ფიგურირებს EID კოდი, ესეიგი ტელეფონს აქვს eSIM მხარდაჭერა. ეს საშუალებას გაძლევთ გაიაქტიუროთ მობილური ინტერნეტი ფიზიკური სიმ-ბარათის გარეშე. უბრალოდ ჩამოტვირთეთ ჩვენი აპლიკაცია Apple Store-იდან ან Google Play-დან, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პაკეტი და გაიაქტიურეთ eSIM მარტივად, ინსტრუქციის მიხედვით.