სამოგზაურო ინტერნეტი
მთელი მსოფლიოსთვის

რაკეტაზე სწრაფი
რას გთავაზობთ
ჩვენი წარმატება თქვენი კმაყოფილებაა.
COSMOSIM პაკეტები
შედგენილია მოგზაურთა პრაქტიკული გამოცდილების მიხედვით და მორგებულია თქვენს ნებისმიერ მოგზაურობაზე. ინტერნეტ‑პაკეტებს შეიძენთ ყველაზე ხელსაყრელ ფასად (ფასები იხილეთ აპლიკაციაში). იმოგზაურეთ სწრაფი და საიმედო ინტერნეტით.
სწრაფი ინტერნეტი ყველა პოპულარულ ქვეყანაში
კოსმოსიმი თითოეულ ქვეყანაში მხოლოდ წამყვანი ოპერატორების ქსელებს იყენებს. შესაბამისად, მოგზაურობისას ყოველთვის გექნებათ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი შეფერხებების გარეშე.
მარტივი eSIM ინსტალაცია
ჩვენი სერვისი eSIM ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. ახალი ფიზიკური SIM‑ბარათი აღარ დაგჭირდებათ — eSIM‑ის დაყენებას ტელეფონში ონლაინ, მარტივად შეძლებთ. დეტალური ინსტრუქცია აპლიკაციაშია.

შეამოწმე აქვს თუ არა ტელეფონს eSIM მხარდაჭერა
როგორ ჩავრთო
აპლიკაციაში ირჩევ სასურველ პაკეტს
პირველ რიგში გადაამოწმეთ, აქვს თუ არა თქვენს ტელეფონს eSIM მხარდაჭერა (შესამოწმებლად ეწვიეთ ბმულს). თუ თქვენს ტელეფონს აქვს eSIM მხარდაჭერა, Google Play-დან ან App Store-დან ჩამოტვირთეთ COSMOSIM აპლიკაცია და აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი ინტერნეტ პაკეტი - რეგიონალური ან ლოკალური (რეგიონალური მოიცავს ერთმანეთთან ახლომდებარე ქვეყნების ჯგუფს), სადაც შეძენილი პაკეტით უწყვეტად მოგეწოდებათ სწრაფი ინტერნეტი COSMOSIM-ისგან. პაკეტები აქტიურია სხვადასხვა ვადით 1 კვირიდან - 1 თვის განმავლობაში, მეგაბაიტების ამოწურვამდე.





